logo_geo
eng_logo
ირაკლი ქარსელაძე: 67 ახალი სკოლის მიმდინარე მშენებლობიდან 56 უკვე დასრულდა
- +

25 მაისი. 2022. 20:27

 

 

“საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით 2021 წელს გაწეული სამუშაოები განსაკუთრებით გამორჩეულია. 67 ახალი სკოლის მიმდინარე მშენებლობიდან, 56 უკვე დასრულდა, 11 ახალი სკოლის მშენებლობა 2022 წელს დასრულდება და შესაბამისად, დაახლოებით 7,500 მოსწავლე ახალი სასკოლო ინფრასტრუქტურით ისარგებლებს,” - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში ისაუბრა.

 

მისივე თქმით, მიმდინარეობს 100-ზე მეტი სკოლის რეაბილიტაცია, რომლის 60 პროცენტი უკვე დასრულებულია, ხოლო დანარჩენი ეტაპობრივად დასრულდება. პარალელურად, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, წელს დასრულდება საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება და დაიწყება 60 სკოლის რეაბილიტაცია. ასევე, 24 საბავშვო ბაღის მშენებლობა უკვე დასრულებულია და 24 ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.

 

„როდესაც საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე ვსაუბრობთ, აქ გასათვალისწინებელია ყველა სტანდარტი და სივრცეები, რომელიც ნამდვილად ბევრად უფრო კარგ და ღირსეულ პირობებს შეუქმნის ჩვენ ბავშვებს. ამასთან, ყველა ახალი შენობა ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეებისთვის. საკლასო ოთახებთან ერთად, გათვალისიწინებულია ლაბორატორიების, კომპიუტერული ოთახების, ღია და დახურული სპორტული დარბაზების ინფრასტრუქტურა,“-აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner