logo_geo
eng_logo
ფონდმა „ქართუმ“საქართველოს მოსახლეობას მორიგი საჩუქარი გაუკეთა
- +

15 აგვისტო. 2016. 14:00



საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ"საქართველოს მოსახლეობას მორიგი საჩუქარი გაუკეთა და „ქართუ ჯგუფის" საკუთრებაში არსებულ 2 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე განთავსებული მინიატურების პარკი სახელმწიფოს საჩუქრად გადასცა.  "საქართველო მინიატურებში"-საქართველოს კულტურულ-არქიტექტურულ ძეგლთა მაკეტები  2 ჰექტარ მიწის ფართობს იკავებს და იგი შეკვეთილში, ატრაქციონების პარკ "ციცინათელას" მიმდებარე ტერიტორიაზე, ტურისტულ-რეაკრიაციულ პარკშია გაშენებული.



მინიატურების კომპლექსი დააპროექტა კომპანიამ "არქიტექტურული ლაბორატორია #3". კომპლექსი მოიცავს პარკს, არქიტექტურულ ძეგლთა მინიატურებს, ინფრასტრუქტურას  და ვიზიტორთა ცენტრს, რომელშიც განათავსებულია მინი ამფითეატრი, კაფე და სხვა ფუნქციური სივრცეები.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner