საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ"საქართველოს მოსახლეობას მორიგი საჩუქარი გაუკეთა და „ქართუ ჯგუფის" საკუთრებაში არსებულ 2 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე განთავსებული მინიატურების პარკი სახელმწიფოს საჩუქრად გადასცა. "საქართველო მინიატურებში"-საქართველოს კულტურულ-არქიტექტურულ ძეგლთა მაკეტები 2 ჰექტარ მიწის ფართობს იკავებს და იგი შეკვეთილში, ატრაქციონების პარკ "ციცინათელას" მიმდებარე ტერიტორიაზე, ტურისტულ-რეაკრიაციულ პარკშია გაშენებული.
მინიატურების კომპლექსი დააპროექტა კომპანიამ "არქიტექტურული ლაბორატორია #3". კომპლექსი მოიცავს პარკს, არქიტექტურულ ძეგლთა მინიატურებს, ინფრასტრუქტურას და ვიზიტორთა ცენტრს, რომელშიც განათავსებულია მინი ამფითეატრი, კაფე და სხვა ფუნქციური სივრცეები.