logo_geo
eng_logo
ზელენსკი: დონბასში მდგომარეობა ახლა უკიდურესად მძიმეა - რუსეთმა მთელი თავისი ძალა დონბასში გადაისროლა
- +

25 მაისი. 2022. 20:46

 

 

დონბასში მდგომარეობა ახლა უკიდურესად მძიმეა - რუსეთმა მთელი თავისი ძალა დონბასში გადაისროლა, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

„დონბასში მდგომარეობა ახლა უკიდურესად მძიმეა. ფაქტობრივად, მთელი ძალა, რაც ჯერ კიდევ აქვს რუსულ არმიას აქვს, იქ გადაისროლეს შეტევის განსახორციელებლად. ლიმანი, პოპასნა, სევეროდონეცკი, სლოვიანსკი - ოკუპანტებს იქ ყველაფრის განადგურება სურთ. თუმცა, მათი საუბრების ჩანაწერებიდან გვესმის, რომ მათ კარგად იციან, რომ რუსეთისთვის ამ ომს აზრი არ აქვს და სტრატეგიულად მათ არმიას არანაირი შანსი არ აქვს. თუმცა, დრო და ჯერ კიდევ დიდი ძალისხმევაა საჭირო ჩვენი ხალხისთვის, რათა გაარღვიონ მათი უპირატესობა აღჭურვილობისა და იარაღის რაოდენობით“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს ომი, მით უფრო დიდი იქნება თავისუფლების დაცვის ფასი არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთლიანად თავისუფალი სამყაროსთვის.

 

„ამიტომ, უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდება საუკეთესო ინვესტიციაა მსოფლიოში სტაბილურობის შესანარჩუნებლად და უამრავი მძიმე კრიზისის პრევენციისთვის, რომელსაც რუსეთი ჯერ კიდევ გეგმავს ან უკვე გამოწვეულია“, - აღნიშნა მან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner