მოწმეთა მოსყიდვის საქმეზე, მილანის პროკურატურა იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის, სილვიო ბერლუსკონისთვის 6-წლიან პატიმრობას ითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ბერლუსკონის ბრალად ედება წინა სასამართლო პროცესზე 24 მოწმის მოსყიდვა, რომელშიც მას ბრალი წაუყენეს 17 წლის მაროკოელი მოცეკვავე გოგოსთვის სექსუალური მომსახურების სანაცვლოდ ფულის გადახდასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში.
ბერლუსკონის ადვოკატმა ფედერიკო ჩეკონიმ განაცხადა, რომ მას არ გაუკვირდა პროკურატურის მოთხოვნა და დარწმუნებულია, რომ მის კლიენტს გაამართლებენ.
სასამართლო პროცესი, რომელიც 2017 წელს დაიწყო, დაცვის მხარის არგუმენტებით ივნისში განახლდება. განაჩენი სექტემბრის ბოლოსაა მოსალოდნელი.