უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ნატო, როგორც ინსტიტუტი, ფაქტობრივად არაფერს აკეთებს უკრაინის დასახმარებლად რუსეთის მიერ დაწყებულ ომში.
„ჩემი თვალსაზრისი ძალიან მარტივია: ჩვენ ვხედავთ [ნატოს] მოკავშირეებს, რომლებიც ეხმარებიან უკრაინას. ჩვენ ვხედავთ, რომ ნატოს მოკავშირეების ჯგუფი გვეხმარება. თუმცა, ომის დასაწყისში (ეს იყო საზოგადოების განწყობა), უკრაინელ ხალხს სჯეროდა, რომ ნატო ძლიერი ძალა იყო და ევროკავშირს შეეძლო მხოლოდ განსხვავებული დონის შეშფოთების გამოხატვა, მაგრამ ომი ყოველთვის გამოცდაა, რომელიც ნიღაბს ხსნის და ჩვენ ყველამ დავინახეთ რეალური სახეები. ჩვენ ვნახეთ ევროკავშირის მიერ მიღებული რევოლუციური ინოვაციური გადაწყვეტილებები, რომელთა მიღებასაც თავად არ ელოდნენ, და ჩვენ ვხედავთ ნატოს, როგორც ალიანსს, ინსტიტუტს, რომელიც ფაქტობრივად არაფერს აკეთებს. ვწუხვარ, რომ ამის თქმა მიწევს“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.