logo_geo
eng_logo
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში ყაზახურ-ქართულ ეკონომიკურ გაერთიანებასთან შეხვედრა გაიმართა
- +

25 მაისი. 2022. 21:42

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში დღეს ყაზახურ-ქართულ ეკონომიკურ გაერთიანებასთან შეხვედრა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მოისმინეს საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ კვლევის პრეზენტაცია, რის შემდეგაც ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების (KGEU) გამგეობის თავმჯდომარემ, გიორგი ჯახუტაშვილმა კომიტეტის წევრებს ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები გააცნო.

 

„ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების მისიაა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება. ამ შემთხვევაში ჩვენი როლია იმ საკითხების ცოდნა და აქტუალიზაცია, რომელშიც არის განვითარების პერსპექტივები და ამ განვითარების პერსპექტივებს რა გამოწვევები აქვს, რომლებიც ხელს უშლის სრულყოფილად შესაძლებლობების ათვისებაში. ჩვენ ყოველწლიურად ვატარებთ კვლევებს სტატისტიკურ ინფორმაციასთან მიმართებაში, თუ რა მიმართულებებით გვაქვს განვითარება და რა მიმართულებით არსებობს უარყოფითი დინამიკა. დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს, როგორც საკანონმდებლო და მაკონტროლებელ ორგანოს, გავაცანით ეს ინფორმაცია, გავუზიარეთ ამ ორ ქვეყანას შორის არსებული პერსპექტიული მიმართულებები და იმედი გვაქვს, რომ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ჩვენი გადმოსახედიდან წარმოვადგინეთ, კომიტეტის დახმარებით იქნება მიტანილი საჯარო და კერძო სექტორებამდე, რათა მოხდეს კოორდინირებული მუშაობა ამ პოტენციალის ათვისებისთვის“, - განაცხადა გიორგი ჯახუტაშვილმა.

 

შეხვედრა შეაჯამა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა, „საქართველო - ყაზახეთის ეკონომიკურ ურთიერთობებს ტრადიციული ისტორია აქვს. დღევანდელ დღეს კიდევ უფრო გაიზარდა მათი მნიშვნელობა, რადგან რეგიონში არსებულმა მდგომარეობამ კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა შესძინა შუა დერეფნის განვითარებას, ამიტომ მნიშვნელოვანია შეთანხმებულად და კოორდინირებულად მოხდეს ამ დერეფნის განვითარება, რადგან მაქსიმალურად იყოს ათვისებული ის პოტენციალი, რაც ამ დერეფანს გააჩნია და მეორე, ხარისხობრივად სხვა საფეხურზე გადავიდეს ამ ორ ქვეყანას შორის არსებული ტრადიციული ურთიერთობები. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ბიზნესგაერთიანების ჩართულობა, მნიშვნელოვანია აქტიურობა როგორც კერძო სექტორის, ასევე ჩვენი კოლეგების მხრიდანაც, რომ მაქსიმალური კოორდინაციით შევძლოთ ამ პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

 

 

შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოში ყაზახეთის საელჩოს და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner