logo_geo
eng_logo
პროფესორ-დავით აღმაშენებლის აკადემიის რექტორ, ნანა ჯიქიას, ინოვაციური ხედვა და პროექტები
- +

15 აგვისტო. 2016. 14:21



პროფესორი, დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემიის რექტორი, ნანა ჯიქია,  რომელიც  ასევე სოციალურად  ძალიან აქტიური ადამიანია და ჩართულია აქტიურ  საზოგადოებრივ საქმიანობაში, მათ შორის,  საქველმოქმედო კუთხითაც პირველადი პროფესიით, პროფესორი,   ფილოლოგ-ტექსტოლოგია, ხოლო მეორადი პროფესიით კი იურისტია.

 

„მეორე პროფესიის არჩევას ცოტა კურიოზი უძღოდა წინ, პრაქტიკულობის და გამოყენების  თვალსაზრისით ავირჩიე.  ასპირანტურის შემდეგ ვკითხულობდი ლექციებს მეტყველებაში და აღმოვაჩინე, რომ იურისტები, რომლებსაც იგივე დატვრითვა ქონდათ რაც მე,მეტ ანაზღაურებას იღებდნენ. როცა ვიკითხე თუ ასე რატომ იყო, მიპასუხეს, რომ იურისტები გვჭირდება", - ამბობს პროფესორი.


სწორად ამ ფაქტმა განაპირობა ის, რომ მან მიიღო მეორადი განათლება, რომელიც ასევე   წარმატებით, წითელ დიპლომზე დაამთავრა, როგორც პირველი.


„მაშინ გაცილებით ახალგაზრდა ვიყავი და სხვა დროც იყო რასაკვირველია. ახლა არ არის ამის პრობლემა და მაშინ ცოტა უხერხული გახლდათ თითქოს, ერთი აუდიტორიიდან გამოვდიოდი როგორც ლექტორი და მეორეში შევდიოდი როგორც სტუდენტი. 18 წელი საგანმანათლებო საქმიანობას ვეწეოდი . მადლობა უფალს, ორივეს ვიყენებ. თუმცა ეს  ცუდი გამოთქმაა,  ორივე საჭირო და გამოსადეგი პროფესიაა", - ამბობს ნანა ჯიქია.


მანამ , სანამ იურისპუდენციაში ხარისხს დაიცავდა ნანა ჯიქიას ხარისხი ფილოლგიაში, კერძოდ, ტექსტოლოგიაში უკვე  დაცული ქონდა და იურისტებს მეტყველებას ასწავლიდა. პროფესორი იხსენებს, რომ  ყოფილა ისეთი შემთვევებიც კი, როცა უთქვამთ, რაში სჭირდება იურისტს მეტყველება.

 

 

„გარკვეული პერიოდის განმავლობაში შვიდ სხვადასხვა საგანს ვკითხულობდი: ადმინისტრაციული პროცესი, პასუხისმგებლობა, სამართალდარღვევა და სხვა. მოკლედ, ასე მოვდიოდი სანამ არ გავხდი „საბაზრო ეკონომიკისა და სამართლის" ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი.  შემდეგ აღმაშენებლის  სახელობის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში პრორექტორი გახლდით. მოგვიანებით კი, ჩამოვაყალიბე ჩემი იურიდიული  კომპანია „თემიდა". ცოტა სპონტანური ადამიანი ვარ, უცებ ვიღებ გადაწყვეტილებას, მერე შეიძლება  დავფქირდე, მაგრამ მაქსიმალურად ვიშრომებ  დასახული მიზნის მისაღწევად", - ამბობს ჯიქია.


იურიდიული  კომპანია „თემიდა"  საკმაოდ წარმატებული კომპანიაა. რომელმაც მუშაობა  ემიგრანტებიდან  დაიწყო.


სწორედ ამ კომპანიის წყალობით, ორმა ემიგრანტმა ორმაგი მოქალაქეობის მიღება შეძლო.


ნანა ჯიქია, წარსულში ასევე გახლდათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მთავარი იურისტი.როგორც პროფესორი ამბობს, ამჯერად მისთვის,  ყველაზე  მნიშვნელოვანი,  დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემიაა, რომლის რექტორიც გახლავთ.


მისი თქმით, დღესდღეობით, კონკურენციის გაწევა საგანმანათლებო  სივრცეში საკმაოდ რთულია. თუმცა მისივე თქმით, მისი მიზანი კონკურენცია სულაც არ იყო, არამედ აკადემიის საშუალებით ის შესძლებდა მისთვის საინტერესო თემებზე მუშაობას.


აკადემია გახლავთ ავტორიზებული სასწავლებელი, რომელიც ახორციელებს 7 -ი სხვადასხვა სეპციალობის სწავლებას. მათ შორის უცხო ენოვან პროგრამებსაც.


აკადემაიში პროფესორ, ნანა ჯიქიას ინიციატივით , ხორციელდება შმმ პირთა სწავლება-დასაქმების პროგრამა. აკადემიას აქვს შესაბამისი კონტრაქტები გაფორმებული სწორედ სხვადასხვა კომპანიასთან. სტუდენტები ეუფლებიან სხვადასხვა პროფესიას და გადიან პრაქტიკულ კურსს შემდგომი დასაქმების პერსპექტივით .  გარდა ამ პროექტისა აკადემია ასევე ნანა ჯიქიას ინიაციატივითვე ახორციელებს მთიანი რეგიონების ახალგაზრდების სწავლებას.


„ვამაყობ პროექტებით, რომლებსაც ჩემს პროექტებს ეძახიან", - ამბობს ნანა ჯიქია.

საგანმანათლებლო და იურიდიულ სფეროებში მოღვაწეობის გარდა, პროფესორი ასევე ძალიან აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში და ქველმოქმედებაში.


ყველაფერს თავი რომ დავანებოთ მისი პროექტები იმთავითვე საქველმოქმედოა, რომელსაც იგი თუნდაც აკადემიაში ახორცილებს სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთის.მათ შორის სოციალურად დაუცველებისთვის , ქალბატონებისთვის, რომლებიც ადრე გათხოვდნენ და სათანადო განათლების მიღება ვერ მოახერხეს.


მისივე თაოსნობით, აკადემია აქტიურად თანამშრომლობს  განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებთან. უფასო კურსები სხვადასხვა მოწყვლადი და სოციალურად დაუცველი  ჯგუფებისთვის  აკადემიაში ნაწილობრივ სახელმწიფო დაფინანსებაზეა.


და ბოლოს როგორც საზოგადოებრივად აქტიური პერსონა, პროფესორი საპატიო წევრია  „ქალთა საბჭოს", რომლის ხელმძღვანელი აკადემიკოსი მზექალა შანიძე გახლავთ, ხოლო ქალბატონი ნანა კი   აღმასრულებელი საბჭოს წევრი  და  იურისტია.


ხოლო კითხვაზე, თუ როგორ უთავსებს ის რამოდენიმე საქმიანობას ერთმანეთს და ამ ყველაფერთან ერთად ყოველთვის არაჩვეულებრივად გამოიყურება და ყავს  არაჩვეულებრივი ოჯახი , პოროფესორი ნანა ჯიქია პასუხობს რომ : წესრიგს ,ბავშვობიდან  შეჩვეულია და ყოველთვის წინასწარ წერდა  დღის განრიგს, რასაც ვერ მოასწრებდა მეორე დღის უპირველეს პრიორიტეტად  რჩებოდა.


მხოლოდ ესაა, რომ შვილიშვილებს ცოტათი უჭირთ გაგება, თუ სხვა ბებოებს სცალიათ რატომ არ სცალია მათ ბებოს.


არ თვლის,  რომ საინტერესო ადამიანია,  მაგრამ მიჩნია, რომ  საინტერესო საქმეებს ემსახურება.


შმმ-პირებზე ზრუნვა და მუშაობა კი აკადემიის და მისი სუსტი წერტილიცაა.


ამბობს, რომ ადამიანისთვის  რომელიც  ეტლსაა მიჯაჭვული  სამყარო ზუსტად ისეთივეა როგორც ყველა ჩვენგანისთვის. უფრო მეტიც, პროფესორს მიაჩნია, რომ  ისინი აქეთ გვაიმედებენ  და გვეუბნებიან, რომ როცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები თქვენ რა გემართებათ ?

 

 

პირადად ქალბატონ, ნანა ჯიქიას ინიციატივით,  დაარსდა ივლიტა ჯიბუტის სახელობის სტიპენდია ( ივლიტა ჯიბუტი 13 -ივნისის სტიქიას ემსხვერპლა).


90 -იან  წლებში მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ფონზე, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის მიუხედავად ქალბატონი  ნანა  ჯიქია ჩადიოდა  ბათუმში,  ლაგოდეხში, ქუთაისში და სტუდენტებს ლექციებს უკითხავდა.


თუმცა ამბობს, რომ წარსულში რასაკვირველია არის ბევრი ტკივილიც, როგორც ყველა ადამიანის ცხოვრებაში, მაგრამ მაინც მიუხედავად ყველაფრისა იყო ბევრი ბედნიერი წუთებიც. იქვე დასძენს, რომ მაინც დღევანდელი დღით უნდა ვიცხოვროთ და მომავლზე ზრუნვით.


„სოციალურ ქსელს აქვს  ასეთი ფუნქცია, გვახსენებს მოგონებებს, არ მიყვარს მოგონებებით  და წარსულით ცხოვრება, არამედ  ვგეგმავ რა ახალი სასრგებლო პროექტი  გავაკეთო დღეს და  ხვალ, რაც შეიძლება მეტი და მეტი, მხოლოდ წარსულში  გაკეთებული არ უნდა გვაკმაყოფილებდეს. მიუხედავად იმისა, რომ   ცხოვრება არაა  მარტივი და  ძალიან ბევრი ვიბრძოლე  ყველაფრისთვის. უფალი არ დამაკისრებს იმდენს რასაც ვერ შევძლებ, მაგრამ მე მაინც ახალი დღის დაწყება იმ დღის გეგმებისა და განრიგის შედგენით მირჩევნია", - აცხადებს, პროფესორი ნანა ჯიქია.


რუსა გვაზავა

 

წყარო: geodigest.ge



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner