logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი საპარლამენტო დებატებზე: ვიხილეთ საოცრება - ვისაუბრეთ აბსოლუტურად ყველაფერზე ევროკავშირში გაწევრიანების გარდა
- +

25 მაისი. 2022. 23:45

 

 

“დღეს სრული ლუსტრაცია იყო. მე მგონი კითხვების დასმა აღარ არს საჭირო ვინ სად დადის, როგორ დადის, რას ლაპარაკობს და როგორ ლობირებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას” - ასე შეაფასა მაკა ბოჭორიშვილმა დღეს პარლამენტში გამართული დებატები. გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ შინაარსობრივი დებატების იმედი ჰქონდა, თუმცა გაოცებული დარჩა.

 

„ვიხილეთ საოცრება. მართლაც გაოცებული ვიყავი. ვისაუბრეთ აბსოლუტურად ყველაფერზე ევროკავშირში გაწევრიანების გარდა და იმ საკითხებს გარდა, რომლებიც საქართველოს სჭირდება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. მეორე მხრივ, გამოჩნდა „ქართული ოცნება“ იმ პასუხისმგებლობით და იმ ტვირთით, რასაც საქართველოს ხელისუფლება ზიდავს, იმისთვის რომ მაქსიმალურად პოზიტიურად წარმოაჩინოს საქართველო, რომ კანდიდატი ქვეყნის დამსახურებული სტატუსი მივიღოთ“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

 

მან ასევე ოპოზიციის ნაწილის ევროკავშირის წარმომადგენლებთან კონტაქტებზე ისაუბრა.

 

„პანიკურად იქმნება რაღაც ამბავი. ამას აკეთებენ ტელევიზიების, Facebook-ის მეშვეობით. თვითონვე ქმნიან და ალბათ თვითონვე იჯერებენ ამბავს. შემდგომ ამ ამბით, ამ „ჰედლაინით“ ქმნიან საოცარ ჩამონათვალს, თუ რა ხდება ქვეყანაში. მდენად ძნელია ამის წაკითხვა, მართლაც შემაშფოთებელი სურათი იხატება ხოლმე ქვეყანაში. მერე გიწევს ამ ყველაფრის განეიტრალება, ამ ყველაფრის თავის ადგილზე დაყენება, რაშიც უამრავი რესურსი იხარჯება“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner