logo_geo
eng_logo
ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: ლუგანსკის ოლქის ტერიტორიის 95% ამჟამად ოკუპირებულია - დონბასში ამ დროისთვის უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა
- +

26 მაისი. 2022. 01:50

 

 

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა, რომ ოლქის ტერიტორიის 95% ამჟამად ოკუპირებულია. მისი თქმით, დონბასში ამ დროისთვის უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა.

 

„ლუგანსკის ოლქის ტერიტორიის 95% ოკუპირებულია. დონბასში უკიდურესად ცუდი მდგომარეობაა.

 

ლუგანსკის ოლქი განაგრძობს ოკუპანტების შეკავებას, რომლებიც ანადგურებენ ჩვენს დასახლებებს. დაბომბვა საერთოდ არ წყდება“, - აღნიშნა ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

 

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დონბასში მდგომარეობა ახლა უკიდურესად მძიმეა - რუსეთმა მთელი თავისი ძალა დონბასში გადაისროლა.

 

„დონბასში მდგომარეობა ახლა უკიდურესად მძიმეა. ფაქტობრივად, მთელი ძალა, რაც ჯერ კიდევ აქვს რუსულ არმიას აქვს, იქ გადაისროლეს შეტევის განსახორციელებლად. ლიმანი, პოპასნა, სევეროდონეცკი, სლოვიანსკი - ოკუპანტებს იქ ყველაფრის განადგურება სურთ. თუმცა, მათი საუბრების ჩანაწერებიდან გვესმის, რომ მათ კარგად იციან, რომ რუსეთისთვის ამ ომს აზრი არ აქვს და სტრატეგიულად მათ არმიას არანაირი შანსი არ აქვს. თუმცა, დრო და ჯერ კიდევ დიდი ძალისხმევაა საჭირო ჩვენი ხალხისთვის, რათა გაარღვიონ მათი უპირატესობა აღჭურვილობისა და იარაღის რაოდენობით“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner