logo_geo
eng_logo
ოფიციალური ანკარა: შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების პროცესი წინ არ წავა, თუ სტოკჰოლმი და ჰელსინკი უსაფრთხოების სფეროში თურქეთის პრობლემებს არ გადაჭრიან
- +

26 მაისი. 2022. 00:40

 

 

თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, იბრაჰიმ კალინის განცხადებით, შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების პროცესი წინ არ წავა, თუ სტოკჰოლმი და ჰელსინკი უსაფრთხოების სფეროში თურქეთის პრობლემებს არ გადაჭრიან.

 

„ჩვენ ძალიან მკაფიოდ გადავეცით ჩვენი გზავნილი, რომ პროცესი წინ არ წავა, თუ უსაფრთხოების სფეროში თურქეთის პრობლემები არ გადაიჭრება კონკრეტული ნაბიჯებით და გარკვეული ვადების ფარგლებში“, - განუცხადა ჟურნალისტებს თურქეთის პრეზიდენტის სპიკერმა, იბრაჰიმ კალინმა ანკარაში შვედეთისა და ფინეთის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.

 

13 მაისს, ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარა ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას მხარს არ უჭერს. მისივე თქმით, შვედეთი და სხვა სკანდინავიური ქვეყნები მხარს უჭერდნენ ქურთების შეიარაღებულ დაჯგუფებებს, რომლებსაც თურქეთი ტერორისტებს უწოდებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner