logo_geo
eng_logo
ნონა გაფრინდაშვილი: დამოუკიდებლობის დღეს თან ახლავს დიდი ტკივილი ჩვენი დაკარგული ტერიტორიების გამო
- +

26 მაისი. 2022. 00:55

 

 

დამოუკიდებლობის დღე არის ყველაზე დიდი დღესასწაული ქვეყნისთვის. თავად სიტყვა დამოუკიდებლობა ნიშნავს ყველაფერს და ყველაფერს ამბობს. მინდა მთელ საქართველოს მივულოცო ეს შესანიშნავი დღე, - ამის შესახებ მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა ჭადრაკში ნონა გაფრინდაშვილმა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

„ძალიან ცუდი პერიოდია დღეს. სიმშვიდე არ არის არც ქვეყანაში, არც ირგვლივ. ამ რთულ სიტუაციაში, მე ვფიქრობ, რომ ყველაზე ცუდად ალბათ ახალგაზრდები გრძნობენ თავს. ამ დღეს თან ახლავს დიდი ტკივილი, ჩვენი დაკარგული ტერიტორიების გამო. თანაც როგორი ტერიტორიების, რომლებთანაც ჩვენ ყველას კარგი მოგონებები გვაკავშირებს. მე მაქვს იმედი, რომ გავა გარკვეული დრო და აუცილებლად მოხდება ჩვენი გაერთიანება. რეალობიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ჩემი თაობა ამას ვერ მოესწრება, მაგრამ ახალგაზრდებს მინდა ვუსურვო, რომ ისინი მაინც მოსწრებოდნენ ამ გაერთიანებას. მინდა გზა დავულოცო ქვეყანას წამატებისკენ, მაგრამ ამისათვის აუცილებლად უნდა იყოს სიმშვიდე“, - აღნიშნა ნონა გაფრინდაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner