logo_geo
eng_logo
ნონა გაფრინდაშვილი: საქართველო უკრაინას ყველანაირად ეხმარება და ჩვენი ქვეყანა, ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად, ჩართულია მხარდაჭერის გამოხატვაში ყველანაირი კუთხით
- +

26 მაისი. 2022. 00:56

 

 

ჩვენ ოკუპირებული ქვეყანა ვართ, ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია, პატარა ქვეყანა ვართ და აქ მეორე ფრონტის გახსნა შეუძლებელია. ეს უბრალოდ დამღუპველი იქნება. რაც შეეხება დახმარებას, უკრაინის მიმართ ყოველნაირი დახმარება კეთდება საქართველოს მხრიდან და ჩვენი ქვეყანა, ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად, ჩართულია მხარდაჭერის გამოხატვაში ყოველნაირი კუთხით, ეს იქნება ჰუმანიტარული დახმარება თუ ა.შ., - ამის შესახებ მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა ჭადრაკში ნონა გაფრინდაშვილმა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

„მე არ მესმის პოლიტიკოსების, რომლებიც ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯებს დგამენ. როდესაც რთული სიტუაციაა, როდესაც საომარი მოქმედებაა მეზობელ ქვეყანაში, არ შეიძლება პარტიული ინტერესების გამო ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯები გადადგა. ბევრი პოლიტიკოსი ვერ აცნობიერებს, რომ მას, როგორც პოლიტიკოსს გაცილებით მეტი ევალება თავის მოქმედებებში. საქართველო იბრძვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის და ჩვენ ხომ ვიცით, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ასეთ ნაბიჯებს დგამენ. საქართველოზე ცუდს ამბობენ, იგონებენ რაღაცებს და ხელს უშლიან იმ პროცესებს, რაც საქართველოს ინტერესებშია“, - აღნიშნა ნონა გაფრინდაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner