logo_geo
eng_logo
ირაკლი ქარსელაძე: საერთაშორისო საარბიტრაჟო დავა სამტრედია-გრიგოლეთის გზის შეწყვეტილ ხელშეკრულებაზე მოვიგეთ
- +

26 მაისი. 2022. 01:22

 

 

სამტრედია-გრიგოლეთის გზის პროექტი პირველი შეთხვევა იყო, რომელზეც შევწყვიტეთ ხელშეკრულება და სწორედ ახლახან გახდა ცნობილი, რომ საერთაშორისო არბიტრაჟში მოვიგეთ დავა, -ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში, მინისტრის საათზე, გაჭიანურებული მშენებლობის შესახებ დეპუტატების შეკითხვის პასუხად განაცხადა.

 

მისი თქმით, სამტრედია-გრიგოლეთის 51 კმ-იანი გზა, ოთხ ლოტად იყო დაყოფილი. ოთხი ლოტიდან მე-2 ლოტი 2020 წელს გაიხსნა და ვსარგებლობთ ამ მონაკვეთით. პირველი და მე-4 წელს სრულდება.

 

„პირველ მონაკვეთზე მეორე კონტრაქტორი, რომელთანაც ასევე მოგვიწია ხელშეკრულების შეწყვეტა აზერბაიჯანული კომპანია იყო. შესაბამისი საბანკო გარანტიები და მექანიზმები ყველგან ამოქმედებული გვაქვს. ზარალი, ანაზღაურებულია, მაგრამ ასევე დავებიც მიმდინარეობს და სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება ახლა დარჩენილი სამუშაოები, რომელიც წელს დასრულდება. ამჟამად ქართულმა კომპანიამ გაიმარჯვა, მიჰყვება გეგმაზომიერად პროექტს და, რა თქმა უნდა, ეს მისასალმებელია. მე-4 მონაკვეთზე, სადაც ასფალტის საფარის სამუშაოები მიმდინარეობს იქაც ვადაგადაცილების ჯარიმა დაკისრებული გვაქვს , მაგრამ ასრულებს კონტრაქტორი პროექტს“, - განაცხადა ქარსელაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner