logo_geo
eng_logo
აშშ-მა, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა ერთობლივი ჯგუფი შექმნეს, რომელიც უკრაინის პროკურატურას სამხედრო დანაშაულების გამოძიებაში დაეხმარება
- +

26 მაისი. 2022. 01:24

 

 

სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ-მა, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა ერთობლივი ჯგუფი შექმნეს, რომელიც უკრაინის პროკურატურას სამხედრო დანაშაულების გამოძიებაში დაეხმარება.

 

ახალი მექანიზმი სტრატეგიულ რჩევებსა და ოპერატიულ დახმარებას გაუწევს უკრაინის პროკურატურის ომის დანაშაულთა დანაყოფებს, რომელიც პასუხისმგებელია უკრაინაში ომის დანაშაულებებისა და სხვა სისასტიკის დევნაზე.

 

ერთობლივი ჯგუფი ასევე უზრუნველყოფს დაფინანსებას საერთაშორისო პროკურორებისა და ექსპერტებისთვის, რომლებიც რეგიონში მუშაობენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner