logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: ყველა აღიარებს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, საქართველო არა მხოლოდ მოწინავეა სხვადასხვა თვალსაზრისით, არამედ, ძალიან ბევრ კანდიდატ თუ ევროკავშირის წევრ ქვეყანაზე წინაცაა
- +

26 მაისი. 2022. 11:53

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „ქრონიკასთან“ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანა ამ სტატუსის მინიჭებას იმსახურებს.

 

„ყველა აღიარებს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, საქართველო არა მხოლოდ მოწინავეა დემოკრატიის ხარისხით, ადამიანის უფლებების დაცვითა და ეკონომიკური გარდაქმნით, არამედ, ძალიან ბევრ ევროპულ, კანდიდატ თუ ევროკავშირის წევრ ქვეყანაზე წინაც დგას, მაგალითად, კორუფციის დაბალი დონით. თუმცა, ბუნებრივია, არსებობს პოლიტიკური გადაწყვეტილება, პოლიტიკური ნება, რომელიც, იმედი გვაქვს, რომ საქართველოს სასარგებლოდ იქნება მიღებული. საერთაშორისო თანამეგობრობის წევრები საერთაშორისო პოლიტიკურ კონტექსტს ძალიან დიდ ანგარიშს უწევენ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner