თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთი და საქართველო, ისევე, როგორც ახლა, მომავალშიც შეიტანს თავის წვლილს რეგიონის მშვიდობის, სტაბილურობისა და აღორძინების საქმეში.
„თურქი ხალხისა და ჩემი სახელით მინდა მივულოცო თქვენს აღმატებულებასა და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.
გულითადად მწამს, რომ ორი სტრატეგიული მოკავშირე ქვეყანა: თურქეთი და საქართველო, ისევე, როგორც ახლა, მომავალშიც შეიტანს თავის წვლილს ჩვენი რეგიონის მშვიდობის, სტაბილურობისა და აღორძინების საქმეში.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და პირადად თქვენს აღმატებულებას ვუსურვო ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს - კეთილდღეობა და აღორძინება“, - აღნიშნავს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი.