logo_geo
eng_logo
მიხელ სარჯველაძე: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ 26 მაისს, არამედ სულ გვახსოვდეს ამ დღის დიდი მნიშვნელობა
- +

26 მაისი. 2022. 12:32

 

 

მიხეილ სარჯველაძემ მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა „ქრონიკაში“ საუბრისას აღნიშნა, რომ ქვეყანა არასოდეს ყოფილა ასე ახლოს ევროპასთან, როგორც დღეს.

 

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ 26 მაისს, არამედ სულ გვახსოვდეს ამ დღის დიდი მნიშვნელობა, ის, თუ რა მსხვერპლად დაუჯდა საქართველოს ეს დამოუკიდებლობა და რაოდენ დიდია იმის მნიშვნელობა, რომ კარგად გვესმოდეს ამ მონაპოვრის გაფრთხილების საჭიროება. ამიტომაც, აბსოლუტურად ზუსტად არის შერჩეული დღევანდელი დღის სლოგანი, რათა კარგად დავინახოთ და გვესმოდეს, რომ საქართველოს შემდგომი განვითარება, რა თქმა უნდა, გადის ევროპეიზაციაზე, ევროპულ ღირებულებებზე. ეს არის ის, რისთვისაც ბრძოლა უწევდა საუკუნეების განმავლობაში. შეიძლება საქართველო არასოდეს ყოფილა ასე ახლოს ევროკავშირთან, ევროპასთან, როგორც დღეს. და, რა თქმა უნდა, საქართველო მსახურებს იმას, რომ ძალიან სწრაფად იყოს აღიარებული ევროპული ოჯახის წევრად“, - განაცხადა სარჯველაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner