„ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამოწვევები არ ცხრება - პირიქით, ამ დაძაბულ გარემოში, მცდელობაა, მოსახლეობა დააჯერონ, რომ თითქოს, შეიძლება, საქართველომ დრო იხელთოს და ძალით ეცადოს ტერიტორიების დაბრუნებას. ეს მორიგი აშკარა, რუსული, დეზინფორმაცია“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
მან ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ თანამოქალაქეებს მიმართა.
„მოგმართავთ ჩვენს მოქალაქეებს აფხაზეთსა და ცხინვალში - გიდასტურებთ, რომ საქართველო, ომითა და ძალით, არაფერს დააპირებს თქვენ წინააღმდეგ. ყველასთვის ნათელია, რომ დღეს საქართველო არაა ქვეყანა, რომელიც თავის მეზობლებს, მათ სუვერენიტეტს, იდენტობასა და თუნდაც, სიცოცხლეს ემუქრება. გთავაზობთ, რომ, როგორც წარსულში ვქმნიდით ერთად ქართულ სახელმწიფოს, ახლაც ერთად შევქმნათ თანასწორუფლებიანი მომავალი, გთავაზობთ, ევროპულ ერთიან მომავალთან შემოერთებას, თავისუფლებას, თქვენი ენის, იდენტობის, ისტორიის, კულტურის პატივისცემასა და დაცვას. გთავაზობთ ახალ თანხმობას“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.