logo_geo
eng_logo
ბარსელონის სასამართლომ სტეპან ჩერნოვეცკი გირაოს გარეშე გაათავისუფლა
- +

15 აგვისტო. 2016. 14:58



12 აგვისტოს, ბარსელონის სასამართლომ, კიევის ყოფილი მერის ვაჟის სტეპან ჩერნოვეცკის გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო. სტეპან ჩერნოვეცკის ბრალად ედებოდა კატალონიაში ფულის გათეთრების ქსელის ხელმძღვანელობა და ორგანიზებული დანაშაულებრივი საქმიანობა. სასამართლომ დაასკვნა, რომ დაკავების პროტოკოლში „მტკიცებულებები არ იყო დეტალიზებული, დასაბუთებული და არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ სავარაუდო დანაშაული დამტკიცებულიყო". აქედან გამომდინარე, სასამართლომ გაათავისუფლა ჩერნოვეცკი და კიდევ ორი უკრაინელი, რომლებიც მასთან ერთად დააკავეს. მათ არანაირი ვალდებულება არ დაეკისრათ, მაგალითად, სასამართლოში პერიოდულად გამოცხადება და ესპანეთის დატოვების აკრძალვა.

 

ესპანეთის სააპელაციო სასამართლო, სამი მოსამართლის შემადგელობით, მივიდა დასკვნამდე, რომ ყველა ბრალდება, რომელიც ჩემს შვილს სტეპან ჩერნოვეცკის წაუყენეს, არ იყო დასაბუთებული და სტეპანს ნება დართო ნებისმიერ დროს დატოვოს ესპანეთი ყველანაირი აკრძალვის გარეშე. მაგრამ ადვოკატებისთვის საქმე მხოლოდ ახლა დაიწყო. სამართლიანობა სრულად უნდა აღდგეს და უნდა დაისაჯონ პროვოკატორები , ვინც პრესაში გაააბუქა საქმე და ვის გამოც უდანაშაულო ხალხი ერთი თვე ესპანეთის ციხეში არაადამიანურ პირობებში იმყოფებოდა! სრულად სასამართლოს დასკვნა გამოქვეყნდება მაშინ, როცა დასრულდება მისი თარგმნა!" - განაცხადა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner