logo_geo
eng_logo
ლევან დავითაშვილი: დღევანდელი დამოუკიდებლობის დღე, ალბათ, განსაკუთრებულია - ყველაზე გადამწყვეტ მომენტში ვართ - ევროკავშირის წევრობაზე განცხადება გავაკეთეთ
- +

26 მაისი. 2022. 14:42

 

 

საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, წლევანდელი დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებულია, ვინაიდან ქვეყანა ამ დღეს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის პასუხის მოლოდინშია.

 

„დღევანდელი დამოუკიდებლობის დღე, ალბათ, განსაკუთრებულია. ამ დღეს ყოველთვის დიდი ზეიმია, ყოველთვის ძალიან ემოციურია, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, მათ შორის, დამოუკიდებელი ისტორიის პირობებში, ყველაზე გადამწყვეტ მომენტში ვართ - ევროკავშირის წევრობაზე განცხადება გავაკეთეთ და დიდი იმედით ველოდებით, რომ ძალიან მალე, ევროკავშირისგან დადებითი პასუხი იქნება, რათა ქვეყანამ ევროპულ ოჯახში დაბრუნება, ევროინტეგრაცია გააგრძელოს და შევძლოთ ქვეყნის იმგვარი ღირებულებებით განვითარება, როგორიც ჩვენ ყველას, ერთად გვინდოდა. ეს არის ევროპულ ფასეულობებზე დაფუძნებული, დემოკრატიული, წარმატებული ქვეყანა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ზუსტად 104 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს მიიღო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner