logo_geo
eng_logo
ბექა ოდიშარია საქართველოში თურქეთის ელჩს, თურქეთის რესპუბლიკის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს და წევრებს შეხვდა
- +

26 მაისი. 2022. 15:48

 

 

საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ბექა ოდიშარია თურქ კოლეგებს - საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, ჰალილ ეთიემეზის და მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა.

 

შეხვედრა თურქეთ-საქართველის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში თურქეთის ელჩის, ფატმა ჯერენ იაზგანის ინიციატივითა და თურქეთის საელჩოს მიწვევით გაიმართა.

შეხვედრაზე ისაუბრეს თურქეთ-საქართველოს, როგორც რეგიონის ორი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ურთიერთობის, საგარეო პოლიტიკის განხორციელების, ორ მეგობარ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, ასევე კულტურულ-საგანმანათლებლო და თურქეთში ქართული კულტურული ძეგლების მოვლა-პატრონობის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებზე.

 

ბექა ოდიშარიამ ხაზი გაუსვა თურქეთ-საქართველოს საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის წევრების ვიზიტის მნიშვნელობას, რაც მაისის დასაწყისში თავის თურქ კოლეგასთან, ჰალილ ეთიემეზისთან ონლაინ ფორმატში გამართული შეხვედრის შედეგია.

 

აღინიშნა, რომ თურქეთის პარლამენტის - დიდი ეროვნული კრების წევრები მონაწილეობას მიიღებენ, აგრეთვე, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესა და 27 მაისს დიასპორის დღეზე დაგეგმილ ღონისძიებებში.

 

​ასევე გაიმართა დისკუსია-ვახშამი 21-27 მაისს დაწესებული თურქული სამზარეულოს კვირეულის ფორმატში.

 

„თურქული სამზარეულო- მარადიული რეცეპტები” - ასე ჰქვია წიგნს, რომლის პრეზენტაციაც შედგა.

 

​ იგი თურქეთის პირველი ლედის - ემინე ერდოღანის ხელმძღვანელობით და თურქეთის პრეზიდენტის ეგიდით გამოიცა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner