„ერთიანობისა და გმირობის მაგალითების დღეა. საქართველოს ყველა მოქალაქეს ვულოცავ, ვუსურვებ ამ ქვეყანას და თითოეულ მოქალაქეს წარმატებას. ჩვენ გვყავდა ისეთი დემოკრატიული ხელისუფლება, რომ მათი შექმნილი კონსტიტუცია დღესაც კი თავსებადია ყველა ევროპულ კრიტერიუმთან“, - ამის შესახებ „ქრონიკას“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
„ჩვენ მაშინაც კი განსაკუთრებულად გვქონდა დაცული ქალთა უფლებები. ბევრი კრიტერიუმით ვართ წინ იმ ევროპის ქვეყნებზე, რომლებიც კანდიდატის სტატუსს უკვე ფლობენ. ასე რომ ჩვენი იმედები შემთხვევითი არ არის. რაციონალური ოპტიმიზმი და გარემოებები გვეუბნებიან, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები და ამაზე ჩვენი იმედები დამყარებული“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.