კასპში 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა მერაბ კოსტავას სახელობის სკვერიდან დაიწყო, სადაც მისი ბიუსტია განთავსებული. ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა ეროვნული გმირის ბიუსტი გვირგვინით შეამკეს.
ღონისძიება ქალაქის ცენტრში მდებარე გმირთა მემორიალთან გაგრძელდა. მამა გიორგიმ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის გარდაცვლილთა მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
საზეიმო ღონისძიება კი კულტურის ცენტრის მიმდებარედ გაიმართა, სადა მოწყობილი იყო თემატური გამოფენები.
დამსწრე საზოგადოებას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელმა კასპის მუნიციპალიტეტში ლავრენტი ბაიდაურმა მიულოცა და ერთიან, ძლიერ, მშვიდობიან და თავისუფალ საქართველოში ცხოვრება უსურვა.
საზეიმო კონცერტში მონაწილეობდნენ ფოლკლორული ანსამბლი „მოურავი“, სახელოვნებო სკოლასთან არსებული ანსამბლი „ქართლი“, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის მხარეთმცოდნეობის წრის მოსწავლეები, ქორეოგრაფიული ანსამბლები.
ღონისძიება დაასრულა ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო თეატრმა, კულტური ცენტრში გამართა თემატური სპექტაკლი „მატარებელი“.