logo_geo
eng_logo
თეა ახვლედიანი: ქედს ვიხრით ყველა იმ ადამიანის, მათი სიმამაცის წინაშე, ვინც იღვაწა და თავი შესწირა თავისუფალი, ერთიანი, ძლიერი, ევროპული საქართველოს ეროვნულ იდეას
- +

26 მაისი. 2022. 17:02

 

 

„დღეს ჩვენ ქედს ვიხრით ყველა იმ ადამიანის, მათი სულიერი სიმტკიცისა და სიმამაცის წინაშე, ვინც იღვაწა და თავი შესწირა თავისუფალი, ერთიანი, ძლიერი, ევროპული საქართველოს ეროვნულ იდეას“, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა განაცხადა.

 

თეა ახვლედიანმა სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

 

„26 მაისი, ერთგვარად განასახიერებს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ფასეულობებისთვის, ერთიანობისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის, ამავდროულად, ევროპული მისწრაფებებისა და კავშირების მრავალსაუკუნოვან ისტორიას. მოგვაგონებს, რომ დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებების პატივისცემა, ასევე თანასწორობა, ტოლერანტობა – ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია. დღეს ჩვენ ქედს ვიხრით ყველა იმ ადამიანის წინაშე, მათი სულიერი სიმტკიცისა და სიმამაცის წინაშე, ვინც იღვაწა და თავი შესწირა თავისუფალი და ერთიანი, ძლიერი, ევროპული საქართველოს ეროვნულ იდეას, რომელიც დღეს, ჩვენი ევროპისკენ მიმავალი გზის ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე, მჯერა, რომ შეუქცევადია და აუცილებლად წარმატებით შესრულდება, ჩვენი ერთობით და კიდევ უფრო გაძლიერებული ძალისხმევით. სწორედ ეს არის მთავარი გზავნილი დღეს, რომლითაც საქართველოს მთავრობის ინიციატივით, აღინიშნება ჩვენი ეროვნული დღესასწაული, რომელსაც გულითადად ვულოცავ სრულიად საქართველოს“, – აღნიშნა თეა ახვლედიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner