logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: ომები არაპროგნოზირებადია და ვერავინ იტყვის, როდის და როგორ დასრულდება რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ
- +

26 მაისი. 2022. 17:03

 

 

„ომები არაპროგნოზირებადია და ვერავინ იტყვის, როდის და როგორ დასრულდება რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ“, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა პოლონურ გამოცემა ინტერვიუში განაცხადა.

 

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის თქმით, პუტინმა დაუშვა სტრატეგიული შეცდომა, რადგან დასახული მიზნების მიღწევა ერთ კვირაში დაგეგმა, ახლა კი ომის მე-13 კვირა მიმდინარეობს და რუსულმა ჯარებმა უკან დაიხიეს კიევიდან, ხარკოვიდან, ჩრდილოეთ უკრაინიდან.

 

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ 2014 წლიდან ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა კანადა, დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები, თურქეთი, გაწვრთნეს ათასობით უკრაინელი სამხედრო და მიაწოდეს იარაღი, რომელიც ახლა საჭიროა ბრძოლის ველზე. როგორც მედია იტყობინება, იენს სტოლტენბერგმა NATO-ს ორ მთავარ ამოცანად დაასახელა უკრაინის მხარდაჭერა და ესკალაციის პრევენცია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner