„ჩვენ არ გვეკუთვნის ახლა კანდიდატობა, ისევე როგორც არ ეკუთვნოდა კანდიდატობა არც ჩრდილოეთ მაკედონიას, ალბანეთს, მაგრამ იმუშავეს ნელ-ნელა“, - ამის შესახებ „რესპუბლიკელმა“ დავით ბერძენიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ჩვენ არ გვეკუთვნის ახლა კანდიდატობა, ისევე როგორც არ ეკუთვნოდა კანდიდატობა არც ჩრდილოეთ მაკედონიას, ალბანეთს, მაგრამ იმუშავეს ნელ-ნელა. მე ვხუმრობ ხოლმე, რომ ალბანეთია ჩემი იმედი, ალბანეთი ნატო-ს წევრია უკვე, არა ვართ მათზე უკან, მაგრამ ჩვენ გვაქვს ერთი დიდი ნაკლი, ცუდ დროს დაემთხვა ეს ხალხი ხელისუფლებაში, ასეთი ცუდი ხელისუფლება, ასეთი არაადეკვატური დასავლეთის გადმოსახედიდანაც საქართველოს არ ჰყოლია. შექმნილ ვითარებაში როგორც იქცევა ჩვენი მთავრობა, ეს ჩვენთვის ავანსად მოცემული იქნება“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.