logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: 26 მაისი ინახავს ერთგულების, თავგანწირვის ხსოვნას, გავაგრძელებთ ევროპული სახელმწიფოს შენებას, რომლის ადგილი ევროკავშირშია
- +

26 მაისი. 2022. 17:26

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 26 მაისი ინახავს ერთგულების, თავგანწირვისა და საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის ხსოვნას.

 

მისივე თქმით, საქართველო გააგრძელებს ევროპული სახელმწიფოს შენებას, რომლის დამსახურებული ადგილი ევროკავშირშია.

 

„26 მაისი ინახავს ერთგულების, თავგანწირვისა და საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის ხსოვნას. ეს არის ის, რაც აერთიანებს ქვეყნის შიგნით და გარეთ ყველა ჩვენი მოქალაქის წარსულს, აწმყოსა და მომავალს. ჩვენ გავაგრძელებთ ევროპული სახელმწიფოს შენებას, რომლის დამსახურებული ადგილი ევროკავშირშია. დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ“, – წერს შალვა პაპუაშვილი „ტვიტერის“ გვერდზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner