26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ბათუმის ბულვარში ველომარათონით „მშვიდობისათვის“ აღინიშნა. ველომარათონი, რომელშიც ჩართვის შესაძლებლობა ყველა მოყვარულ ველომრბოლელს ჰქონდა სტარტი „ალი და ნინოს“ ქანდაკებიდან აიღო. შეჯიბრის 50-მდე მონაწილემ, 8 კილომეტრიანი მონაკვეთი ახალი ბულვარის მიმართულებით დაფარა. სხვადასხვა ველო კატეგორიაში გამოვლენილ გამარჯვებულებს, მარათონის მხარდამჭერი კომპანიებისგან საჩუქრები და სპეციალური პრიზები გადაეცათ. ველოშეჯიბრი, სსიპ ბათუმის ბულვარის ორგანიზებით გაიმართა, რომლის მიზანი იყო ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია.
ბულვარის ადმინისტრაცია მადლობას უხდის მარათონის თითოეულ მონაწილესა და მხარდამჭერ კომპანიებს: „რადისონ ბლუ ბათუმი“, „რედბული“, „აპოლო“, „სნო“, „ველომან ექსტრიმი“ და „Critical Mass Batumi“.