საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ალუდა ღუდუშაურის თქმით, განაცხადი, რომელიც საქართველომ ევროკავშირში გააკეთა, ისტორიულია და იმ დიდი საქმის გაგრძელება, რაც წლების წინ ჩვენმა წინაპრებმა გააკეთეს.
მისი თქმით, საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს და ევროკავშირის დიდი ოჯახის წევრი.
„განაცხადი, რომელიც საქართველომ ევროკავშირში გააკეთა, ისტორიულია და იმ დიდი საქმის გაგრძელებაა, რომელიც წლების წინ ჩვენმა წინაპრებმა დაიწყეს. საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს და იქნება ევროკავშირის დიდი ოჯახის წევრი“, - განაცხადა ღუდუშაურმა.