საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ1-კმ60 (ჟინვალი-კორშა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
ამავე საავტომობილო გზის კმ60-კმ106 (კორშა-შატილი) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის გადაადგილება.