26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ისტორიულ თარიღთან დაკავშირებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ოზურგეთში სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები იმართება.
„გზა ევროპისკენ” - სწორედ ესაა წლევანდელი 26 მაისის თემა. კონცეფციის მიხედვით, საზეიმოდ მოეწყო ოზურგეთის ცენტრალური პარკი, დაიდგა თემატური, შემეცნებითი პავილიონები, მოეწყო ბავშვების გასართობი სივრცე.
პარკში მისულ მოქალაქეებს შეეძლებათ ადგილობრივი და თბილისიდან ჩამოსული მუსიკოსების კონცერტს დაესწრონ, გაიმართება კარნავალიც და ბავშვებს არაერთ სახალისო აქტივობაში ჩართვა შეეძლებათ.