logo_geo
eng_logo
რობერტ სტურუა: სამწუხაროდ ხალხმა აღშფოთება და ბრძოლის უნარი შიშის ჭაობში ჩაჭედა!
- +

15 აგვისტო. 2016. 15:44


 

რეჟისორი რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

„მე მინდა სახლში ფიროსმანის ნახატი დავკიდო - გთხოვთ, მინისტრი, მუზეუმის დირექტორი!

მე მინდა სიონის წინ ორი საკანილიზაციო მილი დავდგა - გთხოვთ, მთავარი იდეოლოგიის მამა, დედა და ხუროთმოძღვარი!

მე არ მომწონს ჩოგბურთის მოედანი და მსურს ჩინური მყრალი სოკოები დავდგა - გთხოვთ!

უნიჭო იაპონურ ხიდს ავღმართავ თბილისის ისტორიულ ცენტრში - ცავატანემ!

მე მინდა დედამ სასტუმრო ააშენოს ბათუმში სამხრეთ მეზობლებთან ერთად - თამამ.

ყველგან ჩემი რეზიდენცია მინდა: კახეთში, ტყეში, სამეგრელოში(დედა, რა კარგად მღერის ის სიაიეი მეგრულ სიმღერებს!) - გთხოვთ.

ეს რაც არ ვიცით?

26 მაისს ხალხი რომ დაბრიდეს - რა საყვარელი რამ იყო, (9 აპრილს რუსებმა რომ ჩაიდინეს - ბავშვების უსუსური ფანტაზიაა) - ეროვნული დღესასწაული კი ამ სისხლისმსმელებმა შეღებეს წითლად.

ხალხო, ეს მოკლე სია არ კმარა რომ ბურანში არ გაახვიოთ საკუთარი ტვინი და სინდისი?

სამწუხაროდ ხალხმა აღშფოთება და ბრძოლის უნარი შიშის ჭაობში ჩაჭედა!", - წერს რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner