ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს უკრაინაში ორი ამოცანა აქვს - დაეხმაროს უკრაინას და არ დაუშვას ომის ესკალაცია. ამის შესახებ მან ბერნძულ გამოცემა Capital-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს.
„არავინ იცის, როდის დასრულდება ომი, მაგრამ ჩვენ ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად. ამიტომ მოვუწოდებ მოკავშირეებს, მზად იყვნენ ხანგრძლივი მხარდაჭერისთვის და მომარაგების უზრუნველყოფისთვის. უკრაინაში ნატოს ორი ამოცანა აქვს. პირველი ამოცანა უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენაა, მეორე ამოცანა კი ომის ესკალაციის არდაშვება. ნატოს მთავარი ვალდებულება ყველა მოკავშირე ქვეყნის, ნატოს ქვეყნებში მცხოვრები მილიარდი ადამიანის დაცვაა. ამისთვის საჭიროა, რომ ომის ესკალაცია არ დავუშვათ“, - აცხადებს სტოლტენბერგი.