logo_geo
eng_logo
ანდრიუს კალინდრა: ლიეტუვა ყოველთვის იდგება საქართველოს გვერდით, რადგან ლიეტუველებს ასევე კარგად ესმით თავისუფლების ფასი და მნიშვნელობა
- +

26 მაისი. 2022. 22:05

 

 

საქართველო მოქალაქეებს ვულოცავ მათი სამშობლოს დამოუკიდებლობის დღეს, - ამის შესახებ საქართველოში ლიეტუვის ელჩმა ანდრიუს კალინდრამ განაცხადა.

 

„თავისუფლება და დამოუკიდებლობა ყველაზე ძვირფასი რამაა, რაც ერს ან პიროვნებას შეიძლება გააჩნდეს - შესაძლებლობა მისდიო საკუთარ მიზნებსა და ოცნებებს გარე შეზღუდვების გარეშე. სწორედ ეს ხდის ბედნიერებას და წარმატებას შესაძლებელს. ლიეტუვა ყოველთვის იდგება საქართველოს გვერდში მისი დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად, რადგან ლიეტუველებს ასევე კარგად ესმით თავისუფლების ფასი და მნიშვნელობა. ჩემი აზრით ეს არის, რაც ყველაზე მეტად აკავშირებს ჩვენს ერებს“, - განაცხადა კალინდრამ ვიდეომიმართვაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner