logo_geo
eng_logo
ოლაფ შოლცის თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის დაპყრობა ახლა იმაზე უფრო ნაკლებად რეალურია, ვიდრე ომის დასაწყისში იყო
- +

26 მაისი. 2022. 22:40

 

 

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა უკრაინაში რუსეთის ომს ჩავარდნა უწოდა. დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას შოლცმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინმა ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია, ხოლო რუსეთის მიერ უკრაინის დაპყრობა ახლა იმაზე უფრო ნაკლებად რეალურია, ვიდრე ომის დასაწყისში იყო.

 

შოლცის თქმით, პუტინმა სათანადოდ ვერ შეაფასა ნატოს, ევროკავშირისა და „დიდი შვიდეულის“ ძალა და ერთიანობა.

 

„ჩვენი მიზანი აბსოლუტურად ნათელია - არ უნდა დავუშვათ, რომ პუტინმა ომი მოიგოს, და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ომს ვერ მოიგებს. მნიშვნელოვანია, ნათლად ვაჩვენოთ პუტინს, რომ დიქტატის პირობებში მშვიდობა არ იქნება - ამას არც უკრაინა მიიღებს და არც ჩვენ“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner