logo_geo
eng_logo
ალექსეი არესტოვიჩი: დასავლეთი ახლა ადეკვატურობის გამოცდას აბარებს და ჯერჯერობით იჭრება
- +

26 მაისი. 2022. 23:10

 

 

“დასავლეთი ახლა ადეკვატურობის ძალიან მნიშვნელოვან გამოცდას აბარებს და ჯერჯერობით იჭრება,” - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, დასავლეთი რომ ამ გამოცდაზე არ ჩაჭრილიყო, ისინი გადასცემდნენ უკრაინას შეიარაღებას, რომელიც მას რუსულ ჯართან საბრძოლველად სჭირდება.

 

„ჩააბარებენ თუ არა ისინი ამ გამოცდას, მომავალი გვიჩვენებს. დასავლეთი არ აწვდის უკრაინას ამერიკულ მრავალჯერად სარაკეტო სისტემებს (MLRS). ამერიკული ჯარის შეიარაღებაში 2000 ასეთი სისტემაა და მათ თავისუფლად შეეძლოთ უკრაინისთვის ამ სისტემების მოწოდება. მით უმეტეს, რომ არის ჩეხეთის მაგალითი, რომელმაც გადმოგვცა ასეთი სისტემები - და არანაირი ესკალაცია ამას არ მოჰყოლია. მეტიც, ჩეხეთში არც ბირთვული ბომბები ცვივა და მათ არც ნეგატიურ კონტექსტში ახსენებენ რუსულ პრესაში. ბატონებო პენტაგონიდან და ვაშინგტონიდან, მინდა მოგაწვდინოთ ხმა: ჩეხეთს შეეხო „მიუღებელი ესკალაცია“? არა. თქვენ რისი გეშინიათ? მით უმეტეს, რომ „ბირთვული ქოლგა“ გაქვთ და რუსულ ჯარზე დაახლოებით 1500-ჯერ უფრო ძლიერები ხართ“, - აცხადებს არესტოვიჩი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner