logo_geo
eng_logo
ირაკლი ბათიაშვლი: ჩვენ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ ბრძოლით, ეს დამოუკიდებლობა ხონჩით არ მიგვიღია
- +

26 მაისი. 2022. 23:55

 

 

“ჩვენ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ ბრძოლით, ეს დამოუკიდებლობა ჩვენ ხონჩით არ მიგვიღია,” - ამის შესახებ პროფესორმა და ფილოსოფოსმა ირაკლი ბათიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

„ეროვნულ გამათავისუფლებელი მოძრაობის პროცესში ერთ-ერთი საკვანძო და გარდამტეხი მოვლენა იყო, სწორედ 1988 წელს, 26 მაისს ჩატარებული მძლავრი პოლიტიკური აქცია. ამის მერე დაიწყო ძალიან ფორისრებული აღზევება ეროვნული მოძრაობის, მისი ზრდა მთელი საქართველოს მასშტაბით. როდესაც ახლოვდებოდა 26 მაისი და ჩვენ შევიკრიბეთ ლიდერები, დაიწყო ბჭობა რომ 26 მაისი მოდის და რა ვქნათ. აქ აზრი გაიყო. ჩვენ ვამბობდით, რომ საჭიროა მძლავრი აქციის ჩატარება, მეორე მხარე ამბობდა, რომ აქციის ჩატარებას აზრი არ აქვს (და აქ სიმართლე იყო) ვინაიდან მოსახლეობის 95%-ზე მეტმა არც იცის რა არის 26 მაისი. საბჭოთა იმპერიულმა სისტემამ ჩვენი მოსახლეობის ცნობიერებაზე ისე იმუშავა, რომ ეს ამოეშალათ.

 

ჩვენ ვამბობდით, რომ თავიდანვე მძლავრი აქცია უნდა ჩავატაროთ. შევიკრიბეთ მერაბ კოსტავას ეზოში, ალყა დაგვარტყა შინაგანმა ჯარმა, დაგავრბიეს. იქიდან სხვაგან გადავინაცვლეთ იქაც დაგვარბიეს. ბოლოს შევიკრიბეთ სიონის საკათედრო ტაძრის გვერდით ეზო იყო. იქ წავიდა სერიოზული დარბევა. პირველად მაშინ ჩვენ გამოვიტანეთ ეროვნული სამფეროვანი დროში, ის დროშაც კი გადატეხეს მილიციელებმა. ბოლოს ხალხმა მაინც თავისი გაიტანა. ეს მძლავრი აქცია ჩატარდა. ეს უბრალო მიტინგი არ იყო. მახსოვს, რომ ვუყურებდი ადამიანებს, ყველა ასაკის ხალხი იყო, არ დამავიწყდება მათი ანთებული, დამუხტული თვალები და მაშინ ვთქვი, რომ ამ ხალხს ვერაფერი გააჩერებს-მეთქი“, - განაცხადა ბათიაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner