“დღეს ჩვენს თავზე უამრავი რისკი ჰკიდია, მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ჩვენი ხელისუფლება არ არის ყალბი იდეოლოგიის ტყვეობის ქვეშ. რისკებსა და საფრთხეებს ყველა ადეკვატურად აფასებს და სტაბილურად ინარჩუნებს მშვიდობას,” - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პროფესორმა, ფილოსოფოსმა, ირაკლი ბათიაშვილმა განაცხადა.
„დღეს ჩვენს თავზე უამრავი რისკი ჰკიდია, მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ჩვენი ხელისუფლება არ არის ყალბი იდეოლოგიის ტყვეობის ქვეშ. რისკებსა და საფრთხეებს ყველა ადეკვატურად აფასებს და სტაბილურად ინარჩუნებს მშვიდობას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. როგორც არ უნდა გძულდეს ხელისუფლება, როცა საქმე ეხება შენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, საერთაშორისო თანამეგობრობაში დამკვიდრებას, რაც უმნიშვნელოვანესია პოლიტიკურად და ცივილიზაციურად, ოპოზიციის ასეთი ქმედებები არის საკუთარი ქვეყნის მტრობა. ამას ყველა უნდა იაზრებდეს, რომ ასე შენი ქვეყნის ინტერესებს უპირისპირდები. ეს იგივეა, რომ აგრესორთან ომს აწარმოებდეს ქვეყანა, ეს გადატანილი გვაქვს აფხაზეთის კონფლიქტის დროს, ზურგში კი მეორე ფრონტი ჰქონდეს გახსნილი. ეს ხომ წარმოუდგენელი რამ იყო“, - აცხადებს ირაკლი ბათიაშვილი.