“2011 წლის 26 მაისი არის ის მოვლენა, რომელმაც ადამიანები შეიწირა. ეს სისხლიანი სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარა არა გარეშე ძალამ, არამედ საკუთარმა ხელისუფლებამ წინასწარი განზრახვით, რომ იქ სისხლი უნდა დაღვრილიყო. არნახული სისასტიკით გაკეთდა ყველაფერი,” - განაცხადა პროფესორმა და ფილოსოფოსმა ირაკლი ბათიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“-ში. მისი თქმით, 26 მაისს განვითარებულმა მოვლენებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მსხვრევის პროცესში.
„ძალიან მძიმე მოგონებები უკავშირდება 2011 წლის 26 მაისს, თუმცა ეს აღმოჩნდა მოვლენა, რომელმაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმ სისხლიანი ავტორიტარული რეჟიმის მსხვრევის პროცესში. ეს მრავალწლიანი ბრძოლა იყო ქართველი ხალხის. იქ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სწორედ 26-მა მაისმა. მთავარი. გადამწყვეტი საქმე გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა, რითაც დასამარდა ის სისხლიანი რეჟიმი, ეს არ უნდა დაავიწყდეს ჩვენს საზოგადოებას. ეს რომ არ მომხდარიყო 2012 წელს, კიდევ რამდენ ხანს იქნებოდა ის და რამდენ ადამიანს შეიწირავდა კაცმა არ იცის. 2011 წლის 26 მაისი არის ის მოვლენა, რომელმაც ადამიანები შეიწირა. ეს სისხლიანი სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარა არა გარეშე ძალამ, არამედ საკუთარმა ხელისუფლებამ წინასწარი განზრახვით, რომ იქ სისხლი უნდა დაღვრილიყო. არნახული სისასტიკით გაკეთდა ყველაფერი. ამას მოჰყვა მასიურად ხალხის დაპატიმრებები, რაც რატომღაც არავის ახსოვს. ათეულობით ადამიანს მიუსაჯეს დიდხნიანი პატიმრობა. ეს იყო პირდაპირი ტერორი, რომ ჩვენი საზოგადოება დაეშინებინათ.
არ შეიძლება სულ წარსულის გახსენებაზე ვიყოთ ორიენტირებულები, მაგრამ მეორეს მხრივ, ჩვენ ეს უნდა გვახსოვდეს და არამხოლოდ ხელისუფლებას, მთელ საზოგადოებას, რომ არ უნდა დავუშვათ არც ხელისუფლებამ და არც სამოქალაქო საზოგადოებამ ასეთი შავ-ბნელი მოვლენის უკან მობრუნება. წარსული გახსენება მნიშვნელოვანია, თუმცა, ჩვენ ორიენტირებულნი უნდა ვიყოთ მომავალზე“, - განაცხადა ბათიაშვილმა.