“ერთი სურვილი აქვთ ალბათ ზოგიერთებს, რომ საქართველომ როგორმე კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. და მერე რა? ქართველი ხალხი ამის გამო მათ დაუდგებათ გვერდით? რისი იმედი აქვთ? ქართველ ხალხს კარგი მეხსიერება აქვს, კარგად არჩევს, ვინ ვინ არის და რისთვის იღწვის,” - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ მხატვარმა, ნიკუშა შენგელაიამ განაცხადა.
„შეიძლება, რაღაც ინსტიტუტებში რეფორმებია გასატარებელი, რაც კეთდება და ამას დრო სჭირდება, მაგრამ სააკაშვილისა და გვარამიას ფაქტორები არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს დამაბრკოლებელი ნაწილი. ეს არის ჩვენი ქვეყნის ბედი. ერთი სურვილი აქვთ ალბათ ზოგიერთებს, რომ საქართველომ როგორმე კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. და მერე რა? ქართველი ხალხი ამის გამო მათ დაუდგებათ გვერდით? რისი იმედი აქვთ? ქართველ ხალხს კარგი მეხსიერება აქვს, კარგად არჩევს, ვინ ვინ არის და რისთვის იღწვის. სიმართლე თავის გზას გაიკვლევს. ხალხი უკვე ყველაფერში გაერკვა. ყოველ შემთხვევაში, არასდროს არ იქნება არანაირი შანსი იმისა, რომ საქართველო ისევ ჩაბარდეს ამ ტიპის ადამიანებს, რომლებიც ევროპაში თავიანთი ქვეყნის საწინააღმდეგო ინფორმაციას ავრცელებენ. ამიტომ ცდილობენ ამას, რადგან იციან, რომ არჩევნებით ვერაფერს გახდებიან“, - აცხადებს ნიკუშა შენგელაია.