logo_geo
eng_logo
ნიკუშა შენგელაია: საზოგადოებისა და ხალხის დიდი ნაწილი შეთანხმებულები არიან, რომ უნდათ მშვიდობიანი, განვითარებული და დამოუკიდებელი ქვეყანა
- +

27 მაისი. 2022. 00:34

 

 

 “რაც ეხება ხელისუფლებას, ქვეყნის მიმართ პასუხისმგებლობას ვხედავ, მაგრამ იმ ნაწილს, რომელსაც მოიხსენიებენ ოპოზიციად და განსაკუთრებით რადიკალურ და რევაშინსტულ ნაწილად, რა თქმა უნდა, მათ ქვეყნის მიმართ პასუხისმგებლობა არ ექნებათ - მათი მოწოდება არ არის, რომ ქვეყანაში ეს სიტუაცია იყოს, მათი მოწოდებაა, ოღონდ ჩვენ ვიყოთ და მერე დანარჩენი ყველაფერი,” - ამის შესახებ მხატვარმა ნიკუშა შენგელაიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

„საზოგადოებისა და ხალხის დიდი ნაწილი შეთანხმებულები არიან, რომ უნდათ მშვიდობიანი, განვითარებული და დამოუკიდებელი ქვეყანა. ამიტომ, მათი მცდელობა ყოველთვის ფუჭი იქნება. შეუძლებელია საქართველოს მოქალაქემ სასწორზე შეაგდოს თავისი ქვეყნის ბედი იმის გამო, თვითონ რა ხეირს ნახავს ამით. ამიტომაც მათი ეს სულისკვეთება განწირულია. ქართველ ხალხს აწუხებს თავისი სამშობლოს, თავისი ოჯახების ბედი. ხო ვნახეთ, როგორი რეაქციები იყო, როდესაც მეორე ფრონტზე იყო საუბარი? რომელ ქართველ დედას უნდა, სხვა რაღაც ინტერესების გამო შესწიროს შვილი?“, - განაცხადა შენგელაიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner