logo_geo
eng_logo
ლევან მამალაძე: მიშა, ეს პროვოკაციები არ გაგივა!
- +

15 აგვისტო. 2016. 15:47



ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი ლევან მამალაძე სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის გეგმების შესახებ წერს და მიხეილ სააკაშვილის ვიდეო მიმართვას ეხმაურება:


„სააკაშვილი თურქეთის სარფიდან აპირებს აჭარის არევას!

 

როგორც ოდესიდან მაცნობეს სააკაშვილის ამ მიმართვაში ასე უთქვამს „ჩემო ძვირფასო აჭარლებო, ერთ კვირაში მე სარფში გავხსნი საქართველოს გადარჩენის შტაბს. მალე ჩამოვალ თქვენთან და სწორედ აჭარას ვაქცევთ საქართველოს გადარჩენის პოლიგონად".

 

PR - ტექნოლოგებმა ხალხის მოსატყუებლად „დამტკბარი" მიშას ეს გამონათქვამი აგრესულობის გამო ამოიღეს.

 

სააკაშვილი აჭარას, არეულობის პოლიგონად ქცევას უპირებს!

 

მიშა, ეს პროვოკაციები არ გაგივა! სარფში დაგხვდები და რა შტაბსაც გააკეთებ ყველა დაინახავს. არც შენ და არც შენ ხელბიჭებს აჭარას არ აგარევინებთ!

 

სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი

ლევან მამალაძე", - წერს სოციალურ ქსელში ლევან მამალაძე.


იხილეთ ვიდეო:

 

https://www.facebook.com/SaakashviliMikheil/videos/

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner