logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: მჭიდრო კოორდინაციაში ვიქნებით საპატრიარქოსთან, ჩვენ კიდევ უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სამრევლოები თითოეულ ქვეყანაში
- +

27 მაისი. 2022. 12:19

 

 

„მე, როგორც მთავრობის მეთაური, გაძლევთ პირობას, რომ მჭიდრო კოორდინაციაში ვიქნებით საპატრიარქოსთან. ჩვენ კიდევ უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სამრევლოები თითოეულ ქვეყანაში, საჭირო არის მეტი ორგანიზება, მეტი კოორდინაცია  და მე ვფიქრობ, რომ ყველა ის სხვა დაწესებულება, როგორიც არის კულტურის წარმომადგენლობები, წრეები და ანსამბლები - ამ ყველაფერს სჭირდება გაძლიერება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე - “ქართული დიასპორა საქართველოს ევროპული მომავლისათვის" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, უცხოეთში უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს საპატრიარქოს წარმომადგენლობებს.

 

„ასევე მინდა ვთქვა, ჩემი პირადი გამოცდილებიდან მინდა ვთქვა, რომ უცხოეთში უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი დედა ეკლესიის წარმომადგენლობებს, საპატრიარქოს წარმომადგენლობებს უცხოეთში და მე მახსოვს პირადად, ყოველ კვირას დიასპორის წარმომადგენლები ვიკრიბებოდით კვირა დღეს ეკლესიაში. ამას რატომ ვამბობ, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ჩვენთვის. მე, როგორც მთავრობის მეთაური, გაძლევთ პირობას, რომ მჭიდრო კოორდინაციაში ვიქნებით საპატრიარქოსთან. ჩვენ კიდევ უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სამრევლოები თითოეულ ქვეყანაში. საჭირო არის მეტი ორგანიზება, მეტი კოორდინაცია  და მე ვფიქრობ, რომ ყველა ის სხვა დაწესებულება, როგორიც არის კულტურის წარმომადგენლობები, წრეები, ანსამბლები და ა.შ. - ამ ყველაფერს სჭირდება გაძლიერება.

 

მე ასევე მინდა გითხრათ რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვიხარია თქვენი დროებით დაბრუნება საქართველოში მაგრამ ჩვენი ყველას დიდი ოცნება არის თქვენი საბოლოოდ დაბრუნება საქართველოში. მე მესმის რომ ამ ყველაფერს სჭირდება მომზადება, ამას სჭირდება შესაბამისი პირობების უზრუნველყოფა მაგრამ ერთი რამე უნდა ვთქვათ რომ ჩვენ ყველას გვიმოგზაურია, გვიცხოვრია​ უცხოეთში და მაინც როდესაც ცხოვრობ უცხოეთში, თავს ვერ თვლი სრულფასოვნად, იმის მიუხედავად, რომ შეიძლება იყო იმ ქვეყნის მოქალაქეც. ეს მაინც არ არის ჩვენი ბუნებრივი სამშობლო, ჩვენი დედა სამშობლო. ამიტომ, რა თქმა უნდა, მე კიდევ და კიდევ ვუერთდები იმ მოწოდებას და იმ ჩვენს დიდ ოცნებას და სურვილს, რომ ყველა ქართველი დაუბრუნდეს ჩვენს მიწას საბოლოო ჯამში და, რა თქმა უნდა, მანამდე ჩვენ ყველა ვემსახუროთ ჩვენს საქართველოს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner