პუბლიცისი ვასილ მაღლაფერიძე მიხეილ სააკაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„სააკაშვილს და მის მიმდევრებს ისეთი შთაბეჭდილების შექმნა სურთ, რომ, თითქოს, მასზე გამოცხადებული ძებნის გამო ვერ ახერხებს საქართველოში ჩამოსვლას.
გეგონება, ძებნაში რომ არ იყოს, ჩამოვიდოდა და ქუჩებში ოვაციებით შეხვდებიან; ან სუშის რესტორნებში ივლის და ძველებურად გაბედავს სუფრების გადაფენას.
ოდესელმა მაქციამ მშვენივრად იცის, რომ აქ მაგის დაცვას დივიზია არ ეყოფა და ერთადერთი ადგილი საქართველოში სადაც უსაფრთხოდ იქნება, მხოლოდ ციხეა.
რომ შეიძლებოდეს რამე სამართლებრივი გზის გამოძებნა და ძებნის შეწყვეტა, ყველასთვის ყველაფერი ცხადი გახდებოდა", - წერს ვასილ მაღლაფერიძე.