რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები აგრძელებენ ძალისხმევას რუსეთის შეკავების მიზნით.
„თქვენ ხედავთ, თუ როგორ აორმაგებენ ძალისხმევას შეერთებული შტატები და მისი თანამგზავრები ჩვენი ქვეყნის შეკავებისთვის, ცალმხრივი ეკონომიკური სანქციებიდან დაწყებული ცრუ პროპაგანდამდე გლობალურ მედია სივრცეში“, - განაცხადა ლავროვმა.
მან, ასევე, დასძინა, რომ „დასავლეთი არ მალავს, რომ ომი გამოუცხადა რუსულ სამყაროს“.