logo_geo
eng_logo
გიორგი ცუცქირიძე: ქვეყანაში სიღარიბის დონის შემცირება მთლიანად აცლის ნიადაგს ოპოზიციურ ნარატივს „ქართული ოცნების“ ეკონომიკური პოლიტიკის არაეფექტურ და არასოციალურ ხასიათზე და მაღალ კორუფციაზე
- +

27 მაისი. 2022. 13:14

 

 

„ეკონომიკური ზრდის ასახვა მოსახლეობაზე ყველაზე კარგად, სიღარიბის დონის მაჩვენებელში და ეკონომიკის ტრანსფორმაციის ინკლუზიურ ხასიათში ვლინდება. შარშან ეკონომიკის ორნიშნა ზრდის ფონზე, ეკონომიკური პოლიტიკის ინკლუზიური ხასიათი ეკონომიკურ შესაძლებლობებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობა, სიღარიბის დონის მნიშვნელოვანი შემცირებაშიც დაფიქსირდა და არა თუ წინა კრიზისულ პერიოდთან, არამედ ბოლო ათწლეულის ისტორიულ მინიმუმს მიაღწია“, - ამის შესახებ ექსპერტი საბანკო და საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

ექსპერტი ეკონომიკური განვითარების პრაქტიკულად ყველა პროგნოზით, უკრაინის ომის ზეგავლენის ნეგატიური ფაქტორითაც, 2022- 2026 წლებში ევროპაში და რეგიონში ყველაზე მაღალ - 5.5 პროცენტიან ზრდას პროგნოზირებს, რაც, მისივე თქმით, ქვეყნის აბრეშუმის გზის ფუნქციის აღდგენის პირობებში, ზრდის ოპტიმისტური მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი იქნება, რაც სიღარიბის დონეს კიდევ უფრო შეამცირებს სავარაუდოდ 10-12 პროცენტამდე:

 

„საქართველოში აბსოლუტური სიღარიბის დონე, რომელიც გულისხმობს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის ხვედრით წილს, 2021 წელს 3.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 17.5 პროცენტი შეადგინა. სიღარიბის დონე, ასევე, შემცირდა 2019 წელთან შედარებითაც 2.0 პროცენტული პუნქტით. ნიშანდობლივია, რომ სიღარიბის დონე შემცირდა ყველა ასაკობრივ ჯგუფში და როგორც სოფლად, ასევე ქალაქად. სიღარიბე განსაკუთრებით შემცირდა სოფლად, სოფლად სიღარიბე შემცირდა 6.3 პროცენტული პუნქტით (შეადგინა 21.3%), ხოლო ქალაქად 2.1 პროცენტული პუნქტით (შეადგინა 15.0%).

 

ბოლო წლებში ეკონომიკური ტრანსფორმაცია და ბიზნესის და ადგილობრივი წარმოების სტიმულირებასთან ერთად, მთელი რიგი სოციალურ პროგრამების დაფინანსების ზრდის შედეგად, რაც ეკონომიკური პოლიტიკის სოციალურად ორიენტირებულ ხასიათზეც მიუთითებს, მარტო ბოლო 10 წელიწადში აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი არათუ შემცირებული, არამედ განახევრებულია.

 

თვალსაჩინოებისათვის: თუ 2013 წლამდე პერიოდში საქართველოში აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა იყო საშუალოდ ყოველი მესამე მაცხოვრებელი, 2013 წელს საშუალოდ ყოველი მეოთხე, 2015-20 წლებში ყოველი მეხუთე, 2021 წელს კი უკვე საშუალოდ ყოველი მეექვსე ადამიანია სიღარიბის ზღვარზე.

 

ეკონომიკური განვითარების პრაქტიკულად ყველა პროგნოზით, უკრაინის ომის ზეგავლენის ნეგატიური ფაქტორითაც, ჩვენ გვექნება 2022- 2026 წლებში ევროპაში და რეგიონში ყველაზე მაღალი 5.5 პროცენტიანი ზრდის მაჩვენებელი, რაც ქვეყნის აბრეშუმის გზის ფუნქციის აღდგენის პირობებში, ზრდის ოპტიმისტური მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი იქნება, რაც სიღარიბის დონეს კიდევ უფრო შეამცირებს სავარაუდოდ 10-12 პროცენტამდე!

 

ქვეყანაში სიღარიბის დონის შემცირება მთლიანად აცლის ნიადაგს ოპოზიციურ ნარატივს „ქართული ოცნების“ ეკონომიკური პოლიტიკის არაეფექტურ და არასოციალურ ხასიათზე და მაღალ კორუფციაზე“, - წერს გიორგი ცუცქირიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner