logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: ამგვარ უზნეო არსებებზე ზედგამოჭრილია გამონათქვამი - Маразм крепчал რუსულიდან, რადგან ამ სექტის საქმე ხომ რუსული დესტრუქციული საქმის კეთებაა საქართველოში
- +

27 მაისი. 2022. 14:26

 

 

„როდესაც ოპონენტის გარეგნობას ანდა მის პირად ცხოვრებას ეხები, ამის ნიადაგზე ვითომ ქილიკობ, იქ დამთავრებულია შენი ინტელექტიც, წაკითხული წიგნების რაოდენობაც და ბიოგრაფიაც. მარტივად - ხარ დაბოღმილი, უარგუმენტო, რევანშისტი, უსუსური სუბიექტი“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილის ტვ „ფორმულას“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას, რომლის  თანახმად ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ „ვოლსკის გამომეტყველებაა საკმარისი იმისთვის, რომ საქართველო არსად არ მიიღონ. სახელოვანი წინაპრის შვილიშვილია, მაგრამ როგორც ჩანს, გადაგვარება ყველგან ხდება“.

 

„ამგვარ უზნეო არსებებზე ზედგამოჭრილია გამონათქვამი - Маразм крепчал. რუსულიდან, რადგან ამ სექტის საქმე ხომ რუსული დესტრუქციული საქმის კეთებაა საქართველოში. როდესაც ოპონენტის გარეგნობას ანდა მის პირად ცხოვრებას ეხები, ამის ნიადაგზე ვითომ ქილიკობ, იქ დამთავრებულია შენი ინტელექტიც, წაკითხული წიგნების რაოდენობაც და ბიოგრაფიაც. მარტივად - ხარ დაბოღმილი, უარგუმენტო, რევანშისტი, უსუსური სუბიექტი. პოპულარული ხდები მხოლოდ იმით, რომ ის საზოგადოება, რომელიც ასე გძულს, გპასუხობს სამართლიანი გულისწყრომით“, - წერს აბაშიძე facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner