პარლამენტის ბიუროს სხდომა, რომელიც დღეს უნდა ჩატარებულიყო, დამსწრეთა არასაკმარისი რაოდენობის გამო ვერ შედგა. დავით უსუფაშვილის განცხადებით, გასარკვევია, საპარლამენტო უმცირესობათან ერთად, უმრავლესობაც თუ შეიძლება, იყოს ბოიკოტის რეჟიმში.
"გადავამოწმებ ჩემს ყოფილ კოლეგებთან, პარლამენტის თავმჯდომარეებთან თუ ყოფილა მსგავსი შემთხვევა პარლამენტის ისტორიაში, რომ უმცირესობასთან ერთად, უმრავლესობაც გარკვეული ბოიკოტის რეჟიმში იყოს",- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
უფუფაშვილის გადაწყვეტილებით, ბიურო 17 აგვისტოს, 15:00 საათზე შეიკრიბება.