logo_geo
eng_logo
თურქეთში დანაღმული ავტომობილი აფეთქდა
- +

15 აგვისტო. 2016. 17:23


 

თურქეთის პროვინცია დიარბაკირში პოლიციის განყოფილებასთან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა.  ადგილობრივი მედიის ინფორმაციით აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის ორი პოლიციელი და ერთი სამოქალაქო პირია. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულთა შესახებ.


ადგილობრივი ხელისუფლება მიიჩნევს, რომ აფეთქება თურქეთში აკრძალული „ქურთისტანის მუშათა პარტიის" მიერ იყო ორგანიზებული.


აფეთქების შემდეგ რეგიონში ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner